ჯანდაცვის მინისტრი სტუდენტებს შეხვდა

25 მაისი 2016, 00:00 3148 ნახვა

პრაქტიკული მეცადინეობები და საბაზისო ლაბორატორიების გაფართოვება - ეს საკითხები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე დააყენეს. საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებს დღეს ნუგზარ სურმანიძე შეხვდა და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. მინისტრის განცხადებით, რეაბილიტირებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტუდენტებისთვის პრაქტიკული კურსის ჩატარება იგეგმება, მათ შანსი ექნებათ ჯანდაცვის მართვის საკითხებზე მეტი გამოცდილება სამინისტროში სტაჟირების პროცესშიც მიიღონ. მომდევნო კვირაში სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის თანამშომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 

ამავე კატეგორიაში