აშშ-მ სირია დაბომბა

07 აპრილი 2017, 00:00 2862 ნახვა

დონალდ ტრამპმა სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა. შეერთებულმა შტატებმა პროვინცია ჰომსში ახალი თავდასხმა განახორციელა. პენტაგონის ინფორმაციით, ''შაირათის" აეროდრომის მიმართულებით ''ტომაჰოკის" ტიპის 59 რაკეტა გაუშვეს.

ავიაიერიშის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჰომსის გუბერნატორმა დაადასტურა. ვაშინგტონში განაცხადეს, რომ სარაკეტო იერიში დამასკოს მიერ იდლიბში ქიმიური თავდასხმის საპასუხო ნაბიჯი იყო, რომლის შესახებ თეთრმა სახლმა სირია გააფრთხილა.

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, მან წერტილოვანი დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა იმ ბაზაზე, რომლიდანაც ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. თეთრი სახლის ლიდერმა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, სირიის კონფლიქტის დასრულებაში დახმარება გაუწიონ. ოფიციალური ვაშინგტონი მშვიდობიან მოქალაქეებზე განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ასადის რეჟიმს აკისრებს.

ამავე კატეგორიაში