გადადებული სასამართლო  პროცესი

22 მარტი 2017, 00:00 2331 ნახვა

11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დღეს ადმინისტრაციულ წესით დაკავებული სხვა პირების სასამართლო პროცესებიც გაიმართა. 3 პირი 100 ლარით, ორი კი 250 ლარით დაჯარიმდა, ერთის - ზაზა ცინცაძის საქმეზე კი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო სამართალდარღვევის ფაქტზე წარმოება შეწყდა. ასევე საქმის წარმოება შეწყდა გიგი ჩხაიძეზე, რომელმაც ნივთმტკიცებად ვიდეო-ჩანაწერები წარადგინა. ადმინისტრაციულ დავას ამჯერად გიგი ჩხაიძე იწყებს პოლიციელების წინააღმდეგ. ამბობს, რომ დაკავების დროს მან ფიზიკური დაზიანებები მიიღო. მას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. 

ამავე კატეგორიაში