ხმაური  ბათუმის  საქალაქო   სასამართლოსთან

20 მარტი 2017, 00:00 4275 ნახვა

11-12 მარტის მოვლენების დროს დაკავებული პირების მშობლების  ხმაური მოჰყვა ბათუმის საქალაქო მოსამართლის გადაწყვეტილებას. 9 პირს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიესაჯა. ისინი არ ეთანხმებიან გამოძიების ვერსიას და  წარდგენილ ბრალდებას.  მათი თქმით,  დაკავებულები აქციაზე იყვნენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ძალადობაში მათ  მონაწილეობა არ მიუღიათ. მშობლები აქციების გამართვით იმუქრებიან. ისინი სასამართლოს შენობასთან გვიანობამდე იმყოფებოდნენ. მობილიზებული იყო პოლიციაც.

ამავე კატეგორიაში