ჯარიმა ზღვის დაბინძურებისთვის

19 მარტი 2017, 00:00 1602 ნახვა

შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა ფოთის ნავსადგურში. პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვაში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით გემის კაპიტანს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს.

ამავე კატეგორიაში