ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

05 მარტი 2017, 00:00 1956 ნახვა

ქართულ ჭიდაობაში 2000-2001 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის აჭარის ,,პირადი პირველობა’’ გაიმართა. შეჯიბრი 8 წონით კატეგორიაში ჩატარდა და რეგიონის მასშტაბით 40-მდე  სპორტსმენი მონაწილეობდა. აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში პირველ ადგილზე გასული მოჭიდავეები აჭარის ნაკრებს მარტის ბოლოს “საქართველოს პირად პირველობაზე” წარადგენენ. გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს. ქართული ჭიდაობის ფედერაცია 2002-2003 წელს დაბადებულ სპორტსმენთა შორის აჭარის პირად პირველობას 11-12 მარტს ხულოში ჩაატარებს.

ამავე კატეგორიაში