26 ივნისი 2021, 14:54 3293 ნახვა

რელიზი - პოლ მაკარტნი

ახალი თაობის მუსიკოსებთან ერთად ჩაწერილი სერ პოლ მაკარტნის რემიქს-ალბომი «McCartney III Imagined», რომელიც არსებითად, ლეგენდარული მუსიკოსის რიგით მეთვრამეტე სტუდიური სოლო ალბომის McCartney III-ის „ახალი სიცოცხლეა“, პოპ-მუსიკის თაობათა უნიკალური თავმოყრით, რადგან თავად ეპოქის ერთ-ერთმა უდიდესმა მუსიკოსმა გააერთიანა საკუთარი ძალები ახალბედა მიმდევრებთან. სხვა სიტყვებით - ეს იდეალური ქავერ-პროექტია... ჭეშმარიტი მელომანები უსათუოდ აღმოაჩენენ ამ ალბომში ფავორიტ კომპოზიციას, რადგან თითოეული ტრეკი თავისებურად უნიკალურია. ამიტომაც, გთავაზობთ თანამედროვეობის ერთ-ერთი ცოცხალ და ღირშესანიშნავ მუსიკალურ ალბომს სრულად. იგი გამორჩეულია ემოციებით, გრძნობებით, ენერგიით... „ფმ ფანტაზიების“ რუბრიკა რელიზს პოლ მაკარტნის 2021 წლის ნამუშევარი McCartney III Imagined».