ყველა დროის საუკეთესო 50 სიმყერა სიყვარულზე - 2 ნაწილი | FM - ფანტაზიები | 13.04.2025

13 აპრილი 2025, 14:37 51 ნახვა

ყველა დროის საუკეთესო 50 სიმყერა სიყვარულზე - 2 ნაწილი | FM - ფანტაზიები | 13.04.2025

40. “The Power of Love” – Huey Lewis & the News | (1985)

როდესაც ბლუზ-როკ გაერთიანების the News-ის ფრონტმენს, ჰუი ლუისს, 1985 წლის ბლოკბასტერისთვის “Back to the Future” საუნდტრეკის შექმნა შესთავაზეს, მუსიკოსმა თქვა, რომ მას უკვე ჰქონდა შესანიშნავი მელოდია: „In the Nick of Time“. მოლაპარაკებები იმდენ ხანს გაგრძელდა, ავტორმა ნაშრომი სხვა ფილმს გადასცა. "უკან მომავლის" ხალხი აღშფოთდა, განაწყენდა, მაგრამ ლუისმა მათ მეორე დასრულებული სიმღერა, "Back in Time" შესთავაზა. ფილმის კიდევ ერთი სცენისთვის მოიფიქრა “The Power of Love,” რომელიც ფილმის მთავარი ჰიტი გახდა და რომლითაც ჯგუფმა არსებობის ისტორიაში პირველად ბილბორდის ცხელ ასეულში ლიდერობა მოახერხა.

39 | “Dreamlover” – Mariah Carey (1993)

როდესაც მერაია ქერიმ და პროდიუსერმა დეივ ჰოლმა საფირმო ჰიტის „Dreamlover-ის“ შექმნა დაიწყეს, თავდაპირველად იგი უსათაურო ყოფილა. „ჩვეულებისამებრ… [მე] ჯერ ვქმნი უსათაურო სიმღერას“, უთქვამს თანა-პროდიუსერს. ”შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, მისამღერის პირველი სიტყვით, ან სტროფით, ვასათაურებთ ამა თუ იმ კომპოზიციას.” მათმა თანამშრომლობამ ქერის პოპულარობას, სულ სხვა ელფერი შესძინა: "Dreamlover" მისი მეშვიდე #1 სინგლია Billboard-ის ცხელ ასეულში და იმ დროს ყველაზე დიდი ჰიტი შეერთებულ შტატებში. რვა კვირა დაჰყო ჰიტ-აღლუმის სათავეში. ქვედა პოზიციებს კი 26 კვირა ინარჩუნებდა. "Dreamlover" ლიდერობდა ბილბორდის რვა სხვადასხვა ჟანრობრივ რეიტინგში და გახდა მერაია კერის პირველი სინგლი, რომელსაც ამერიკის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციამ პლატინის სერტიფიკატი მიანიჭა. "Dreamlover" ეფუძნება ქალთა სოულ-ჯგუფის The Emotions სიმღერის "Blind Alley"-ის ნიმუშს. მთავარი გმირი იდეალურ ბიჭს დაეძებს, იგონებს "ოცნების მამაკაცს". ეს პირველი სინგლია 1993 წლის, რიგით მესამე სტუდიური ალბომიდან Music Box. ჩანაწერმა წამოიწყო ქერის მომდევნო კომპოზიციებში სხვა სიმღერათა ჩანართების გამოყენების ტენდენცია. მაგალითად, მისი შემდგომი სტუდიური ალბომების წამყვან სინგლებში, როგორიცაა "Fantasy" (1995), "Honey" (1997) და "Heartbreaker" (1999). მანამდე, მისი სახელ-გვარითვე დასათაურებულმა სადებიუტო სტუდიურმა ალბომმა დიდი გავლენა მოახდინა პოპ-მუსიკაზე, თუმცა მომღერალი მაინც დაინტერესდა საკუთარი ჟღერადობის შეცვლით და სხვა ჟანრებში ექსპერიმენტებით. ლეიბლმა „კოლუმბიამ“ მუსიკოსს მეტი თავისუფლება მისცა, რაც მას საშუალებას აძლევდა სურვილისამებრ ეცვალა ჟანრები, მელოდიები და წარმოების სტილი. 1991 წლის Emotions შეიცავდა გოსპელის, R&B და სოულ-მუსიკის გავლენებს, ასევე 50-იანი, 60-იანი და 70-იანი წლების ბალადებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რეცენზენტი დადებითად აფასებდა ალბომს, მან ვერ მიაღწია სადებიუტოს კრიტიკულ ან კომერციულ სიმაღლეებს, გაყიდა ნაკლები ასლი და საკმარისად ვერ მიიზიდა ახალი აუდიტორია. კოლუმბიამ გადაწყვიტა დაებრუნებინა ახალბედა ვარსკვლავი პირვანდელ ჟანრში და დაევალა გამოექვეყნებინა უფრო კომერციული, რადიოს ხშირი როტაციისთვის განკუთვნილი ჩანაწერი. მათი გეგმა იყო შეერბილებინათ ქერის ვოკალი და შესაბამისად ალბომის ჟღერადობაც, რათა შეექმნათ თანამედროვე პოპ-ჩანაწერი. ასეც მოხდა, საშუალო ტემპის პოპ და მსუბუქი R&B ტრეკი Dreamlover ნომინირებული იყო გრემის ჯილდოზე ქალის საუკეთესო პოპ ვოკალური შესრულებისთვის. Dreamlover 2006 წლამდე მომღერლის ყველა კონცერტის გამხსნელი კომპოზიცია გახლდათ.

38 | “Love Hangover” – Diana Ross (1976)

სხვა ლეიბლები, 1976, წელს სრულიად წალეკა დისკო-მიმართულების ციებ-ცხელებამ, მაგრამ არა Motown-ი. ასე რომ, დაიანა როსისთვის ანომალია იყო პემ სოიერისა და მერლინ მაკლეოდის კომპოზიცია Love Hangover-ის ჩაწერა. როსს არ ჰქონდა პრეტენზია მელოდიის ნელ, მაცდუნებელ, შესავალთან დაკავშირებით, მაგრამ წუთში რომ დარტყმები თანდათანობით იზრდებოდა, სიცილი უვარდებოდა, აპროტესტებდა, რომ მას არ შეეძლო ასეთი სწრაფი ნაწილის შესრულება. პროდიუსერმა ჰოლ დევისმა სპეციალურად დაიანასთვის ხმისჩამწერ სტუდიაში კლუბური ატმოსფერო შექმნა და ეს მუსიკოსისთვის საკმარისი აღმოჩნდა. შედეგად ექს-Supreme-სის ლიდ-ვოკალისტმა კარიერაში კიდევ ერთი ნომერ პირველი ჰიტი მიიღო, რომელიც მუსიკის ისტორიაში სამარადჟამოდ დამკვიდრდა...

37 | “Can’t Help Falling in Love” – UB40 (1993)

“Can’t Help Falling in Love” კლასიკა ელვისის შემოქმედებიდან. მელოდია დაფუძნებულია მე-18 საუკუნის ფრანგულ სიმღერაზე "Plaisir d'Amour". პრესლიმ იგი 1961 წლის მარტში, კინოფილმ Blue Hawaii-ის საუნდტრეკისთვის ჩაწერა. დიდ ბრიტანეთში სიმღერა ჰიტ-აღლუმების სათავეში მოხვდა, თუმცა, შეერთებულ შტატებში ნახევარ მილიონ ეგზემპლარად გაყიდვას ერთი წელი დასჭირდა და რეიტინგში პიკი მხოლოდ მეორე ადგილი იყო. მოგვიანებით მას პლატინის სერტიფიკატი მიენიჭა. 60-იანი წლების ბოლოს და 70-იანებშიც, ეს იყო პრესლის კონცერტების საფინალო კომპოზიცია. სამი ათწლეულის შემდეგ რეგის ბრიტანელ ოსტატებს UB40-ს სთხოვეს სიმღერის გადამღერება Honeymoon in Vegas-ის საუნდტრეკისთვის, მაგრამ  პროდიუსერებმა უპირატესობა, იგივე სიმღერის U2-ს სოლისტ ბონოს მიერ შესრულებულ ვერსიას მიანიჭეს. UB40-ის ჩანაწერი შესაძლოა საერთოდ გამოუქვეყნებელი დარჩენილიყო, რომ არა სხვა ფილმის Sliver-ის (ნაფოტი) მუსიკალური ზედამხედველი, რომელმაც ამოიტანა სიმღერა Virgin-ის სარდაფიდან.

36 | “I’d Really Love to See You Tonight” – England Dan and John Ford Coley (1976)

35 | “I Knew I Loved You” – Savage Garden (2000)

მას შემდეგ, რაც პროდიუსერმა ვოლტერ აფანასიევმა ხმისჩამწერ ლეიბლ „კოლუმბია რეკორდს“ ავსტრალიური პოპ-როკ დუეტის Savage Garden-ის ახალი ალბომი გადასცა, მისი პირით ჯგუფს შეუთვალეს, რომ: "ეს იყო მხატვრული შედევრი, თუმცა ესაჭიროებოდათ უფრო მეტი, სადებიუტო ალბომის სინგლთა მსგავს სიმღერები, ჩარტებში უპირობოდ ლიდერობის პოტენციალით. განრისხებული დარენ ჰეისი 10 წუთით გასულა ჯგუფის თანაპატრნიორ დენიელ ჯონსთან ერთად და დასრულებული სიმღერით დაბრუნებულა "I Knew I Loved You", რაც სამომავლოდ დუეტის მეორე ნომერი 1 კომპოზია გახლდათ.

34 | “I Want to Know What Love Is” – Foreigner (1985)

ბრიტანულ ამერიკული როკ-გაერთიანების Foreigner-ის წევრებს ეეჭვებოდათ, რომ ოდესმე, მომდევნო სიმღერა, ჯგუფის ყველაზე წარმატებული სინგლი იქნებოდა, უფრო მეტიც, მის საფირმო, ე.წ. „სავიზიტო ბარათად“ დარჩებოდა. ლუ გრემი ფიქრობდა, რომ ამ ჩანაწერს შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიეყენებინა მათი როკ იმიჯისთვის, რასაც რიკ უილისის მოსაზრება ამყარებდა, რომ ეს იყო უჩვეულოდ "ფუმფულა" როკ-გაერთიანებისთვის. მიკ ჯონსს უმართლებია თავი მოგვიანებით, რომ სიმღერა „საშობაოდ გამოდიოდა და ამიტომაც ასეთი განწყობა უნდა ჰქონოდა.“ დღეს წარმოუდგენელია შეადგინოთ "სასიყვარულო ბალადების" კრებული 1985 წლის მეგა-ჰიტის "I Want to Know What Love Is" გარეშე. გამოსვლისთანავე სიმღერა გახდა #1 ჰიტი მსოფლიოს უამრავი ქვეყნის მუსიკალურ ჰიტ-აღლუმებში. გახდა Foreigner-ის ყველაზე წარმატებული სინგლი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღემდე რადიო ეთერებში, მათ შესრულებულთა შორის, ყველაზე ხშირად აჟღერებული, წარმოიდგინეთ რამდენჯერმე დაბრუნდა ბილბორდის ტოპ 25-ში, ისტორიული სამართლიანობისთვის, 2000, 2001 და 2002 წლებში...

33 | “What’s Love Got to Do With It” – Tina Turner (1984)

ბრიტანელი ავტორების დაწერილი ჰიტი "What's Love Got Do With It", სანამ ტინა ტერნერს ჩაუვარდებოდა ხელთ, კლიფ რიჩარდმა და დონა სამერმა დაიწუნეს. ტინა მაშინ 46 წლის იყო, მუსიკალურ ინდუსტრიაში წარმატებული კარიერით. მომდევნო კომპოზიციის თითოეული ფრაზა, რეალურ ცხოვრებაში გადატანილი სულიერი განცდებით და გულისტკივილით იმღერა. ეს ემოცია მილიონობით ადამიანმა გაიზიარა და შედეგად სიმღერა, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუსიკალურ ჰიტ-აღლუმთა სათავეებში მოექცა. მიიღო 4 გრემი. ეს როკის ისტორიაში, ერთ-ერთი უდიდესი, დაუვიწყარი და შთამბეჭდავი დაბრუნება იყო. "ეს არც როკ-ენ-როლია და არც R&B", - განუცხადა ტერნერმა Rolling Stone-ს მაშინ. ”ეს ცოტ-ცოტა ყველაფერია.”

32 | “She Loves You” – The Beatles (1964)

“იქამდე ჩვენ არასოდეს გვსმენია სიტყვა „ბანალური“. ვფიქრობდით: „რა ბანალური?! რას ნიშნავს?! ძალზედ მაამებელი?! ძალზედ მეამბოხე?! საერთოდ, რა იგულისხმება ამ სიტყვაში?!“... უპასუხა პოლ მაკარტნიმ, იმ პერიოდის ერთ-ერთ პოპულარულ რადიოწამყვანს, რომელმაც საკუთარ რეცენზიაში კომპოზიციას 'She Loves You', „ბანალური ნაგავი“ უწოდა... თუმცა, ამ სიმღერის ჰიტ-აღლუმებში მოხვედრის შემდეგ, საკუთარი კომენტარი უარყო: „იქნებ თავდაპირველად 'She Loves You' კი მომეჩვენა ბანალურად, მაგრამ... დღითიდღე უფრო მიყვარდება...“ სწორედ მომდევნო კომპოზიციამ წამოიწყო იმ ყველაფრის პროვოცირება, რასაც მოგვიანებით „ბიტლომანია“ დაერქვა. 1964 წლის ტრეკმა ახალგაზრდა ლივერპულელ მუსიკოსთა ოთხეული, ყველა დროის საკულტო ბენდად გადააქცია... „გავფრინდი, როცა ეს სიმღერა პირველად მოვისმინე,“ - უთქვამს ერთხელ ოზი ოზბორნს, „განუმეორებელი ჩანაწერია, მთელი სამყაროს გადაყირავება შეუძლია...“ ლენონმა და მაკარტნიმ ამ სიმღერის შექმნა საგასტროლო ტურის ფურგონში დაიწყეს, ჯორჯ ჰარისონისაა ჰარმონიები, რომელიც გვესმის - მხიარული და დინამიკური მისამღერით, დაწყებისთანავე... თურმე, როცა მაკარტნის მამამ ეს სიმღერა პირველად მოისმინა, პოლისთვის უკითხავს: „შვილო, ამერიკანიზმი საკმარისადაა ირგვლივ, არ შეგიძლია "Yes, Yes, Yes"-ის ნაცვლად, ეს სიტყვა მხოლოდ ერთხელ იმღერო?", მაკარტნიმ უპასუხა: „შენ ვერ ხვდები, მამა, მასე არ გაამართლებს.”

31 | “Love Child” – Diana Ross & the Supremes (1968)

1967 წელს, ყველა დროის ერთერთი საუკეთესო ქალთა მუსიკალური კოლექტივი the Supremes- დატოვა ფლორენს ბალარდმა, დაინიშნა ახალი წევრი სინდი ბირდსონგი და სახელწოდებას წინ დაემატა ლიდ-ვოკალისტის სახელ-გვარი. იმ პერიოდიდან ისინი მოიხსენიებოდნენ როგორც Diana Ross & the Supremes. შიდა პერიპეტიები, არაერთგვაროვანი უკუკავშირით მიიღო საზოგადოებამ, წარუმატებელი აღმოჩნდა კომერციული კუთხითაც, რამაც აიძულა Motown-ის ხელმძღვანელი ბერი გორდი დეტროიტის, ერთ-ერთ სასტუმროში, ლეიბლის სრულ საპროდიუსერო გუნდს, მუსიკისა და ტექსტის მწერლებს შეხვედროდა. საკუთარ თავს ეს ჯგუფი Clan-ს უწოდებდა. დაიწყეს მუშაობა Diana Ross & the Supremes-ის ჰიტ სინგლზე. ნაზ, სასიყვარულო გრძნობებზე დაფუძნებული სიმღერის შედგენის ნაცვლად, გუნდმა შექმნა მელოდია მანდილოსანზე, რომელიც პირიქით, სთხოვს თავის მიჯნურს, ნუ დააძალებს მასთან კავშირს, დაორსულების შიშით. ქალი, რომელსაც ჩანაწერში დიანა როსი განასახიერებს, თავადაა ე.წ. Love Child-ი, ანუ, სიყვარულის შვილი - უმამობის გარდა, სკოლაში ძველი ტანისამოსით დადის, იზრდება „ძველ, ცივ, მრავალბინიან კორპუსში, მჭიდროდ დასახლებულ გარეუბანში“. ამ სენტიმენტს ფონური ვოკალი ეხმიანება, ქალის პარტნიორისადმი მოთმინებისა და თავშეკავების თხოვნით. ჩვეულებისამებრ, "Diana Ross & the Supremes" სახელით გამოშვებულ სინგლებზე, Supremes-ის დანარჩენი წევრების მერი უილსონისა და სინდი ბირდსონგისს მაგივრად, ბექ-ვოკალს; Motown-ის სესიური მომღერლები ასრულებენ. ვოკალის ყველა წამყვანი პარტია დიანა როსისაა -  ერთ წელიწადში იგი ჯგუფში დარჩენას, სოლო კარიერას ამჯობინებს.