წარმოგიდგენთ Lady BlackBird-ს- "რელიზი "

29 მაისი 2021, 15:22 3005 ნახვა

წარმოგიდგენთ Lady BlackBird-ს- "რელიზი "

 

„2020-ის ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩენა“, როგორც მას მუსიკის კრიტიკოსები უწოდებენ,ნინა სიმონის BlackBirds-ის სულისშემძვრელი  ჯაზ-სინგლის, უფრო შენელებული ქავერ-ვერსიით მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის ყურადღება მიიპყრო.  საკუთარი სცენური ფსევდონიმი BlackBird  ამ ნაწარმოებიდან ისესხა. ვოკალისტის ნამდვილი სახელი მარლი მუნროა.

“FM ფანტაზიების“ სპეციალურ ეთერში, რუბრიკით “რელიზი, მოგასმენინებთ სინგლებსა და რემიქსებს, რომლებიც თანამედროვე ჯაზ-სცენის ახალბედა ვარსკვლავის Lady BlackBird-ის უნიკალური ვოკალური შესაძლებლობების იდეალური დემონსტრირებაა. უძლიერესი ვოკალური სტილი, რომლის გამოც იგი BBC Radio-მ პატივით „თანამედროვე ჯაზის გრეის ჯონსად“ გამოაცხადა. ამ კომპოზიციებმა მომავალი სადებიუტო ალბომის Black Acid Soul-ისადმი უსაზღვრო მოლოდინი უკვე გააჩინა. მიჩნეულია, რომ სწორედ ეს ჩანაწერი გახდება 2021-ის ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ ალეგორიად.