90-იანი წლების ჰიტები

14 თებერვალი 2021, 14:45 3121 ნახვა

90-იანი წლების ჰიტები

ამ გადაცემაში ვიხსენებთ 90-იანების შედევრებს... ამ ათწლეულში ყველაზე მეტად გაყიდულ ჩანაწერებს. რეიტინგი შედგენილია მსოფლიოს მასშტაბით რეალიზებული ასლების თანახმად. ამ დეკადით დათარიღებული ალბომები დღემდე პოპულარულია. უმეტესწილად ეს ალბათ, 90-იანების მუსიკის თანამედროვე ჟღერადობასთან მსგავსებითაა განპირობებული... იგი იცის ყველამ, უყვართ, ახსოვთ... და დიახ: ავტორთა უმეტესობას, რომლებმაც პოპულარობა მაშინ მოიხვეჭეს, აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავთ. ამ პერიოდში როკ-მუსიკაში გაჩნდა უამრავი ქვე-მიმდინარეობა - გრანჟი მაგალითად... ამ სტილის თვალსაჩინო მაგალითია ნირვანა და მისი ფრონტმენი - კურტ კობეინი, მათი უკვდავი ჰიტი Smells Like Teen Spirit... რაც შეეხება ელექტრონულ მუსიკას, სცენის ამ მხარეს გამოჩნდა ისეთი პროექტი, როგორიცაა The Prodigy... ერთი სიტყვით, 90-იანებზე საუბრისას მართლაც ბევრია გასახსენებელი...