17 იანვარი 2021, 14:11 3252 ნახვა

გახანგრძლივებული შეზღუდვები და ბიზნესი

მოქმედი შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა - რა ხდება ჰორეკა სექტორში და როგორია მოლოდინი ეკონომიკის დახურული სექტორების გახსნასთან დაკავშირებით - კითხვებს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი პასუხობს.

 დეკემბერში ყოველთვიურმა ინფლაციამ -1% შეადგინა, ხოლო ახალი სტანდარტის მიხედვით, 2020 წლის მესამე კვარტალში, უმუშევრობის დონე მხოლოდ 0.2%-ით არის გაზრდილი - მონაცემებზე, რომლებსაც სტატისტიკოსების ნაწილი სადავოდ ხდის, განმარტებას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე აკეთებს.

 2020 წლის მესამე კვარტალში აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 70%-ით შემცირდა - რა სირთულეები შეუქმნა პანდემიამ ინვესტორებს საქართველოსა და რეგიონში და როდის უნდა ველოდოთ ვითარების გაუმჯობესებას - ინვესტორების სამომავლო გეგმებზე და განწყობებზე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან მჟავანაძე საუბრობს.