09 ოქტომბერი 2022, 14:28 2466 ნახვა

აზარტული თამაშების ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის 16 მილიარდი ლარით გაიზარდა და 48 მილიარდ ლარს მიღწია - რით აიხსნება აღნიშნული ტენდენცია და როგორ შეიძლება შეფასდეს მისი ზემოქმედება ქვეყნის ეკონომიკაზე - კითხვებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის დეკანი ვახტანგ ჭარაია პასუხობს.

 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება, 2021 წელს, 1881 ლარი იყო - როგორ ხსნიან ბრუნვის ზრდის ტენდენციას თავად აზარტული თამაშების სექტორის წარმომადგენლები და რატომ მიიჩნევენ სათამაშო ბიზნესს სხვა სექტორების მამოძრავებელ ძალად - კითხვებს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი პასუხობს.

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წელს, სათამაშო ბიზნესმა, მოსაკრებლის სახით, ქვეყნის ბიუჯეტში ბრუნვის მოცულობის მხოლოდ 0.2%-მდე შეიტანა - როგორი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა აზარტულ თამაშებთან მიმართებაში და როგორია სფეროს რეგულირების საერთშორისო პრაქტიკა - კითხვებს ეკონომიკის დოქტორი, ბსუ ასოცირებული პროფესორი ბესიკ ბოლქვაძე პასუხობს.