06 ნოემბერი 2022, 15:46 1643 ნახვა

ინიციატივები რეგიონული განვითარებისთვის

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აჭარაში ინფრასტრუქტურის განვითარების მაჩვენებელები, ძირითადად, მზარდი ტენდენციით ხასიათდება - როგორ ვითარდება ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან ტურისტულ ლოკაციებზე - კითხვებს ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია პასუხობს.

 საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, აჭარაში საქართველოს რეზიდენტ ვიზიტორთა რაოდენობა 28%-ით გაიზარდა და პანდემიამდელ მაჩვენებლებს დაუახლოვდა - რა დამატებით ბენეფიტებს შესძენს მასპინძლობის სექტორში რეგიონს ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო კლუბის მოწყობა - კითხვებს პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ჯემალ ბერიძე პასუხობს.

 საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 2 კვარტალში, ჯამურად, აჭარაში შემოსული ინვესტიციების მოცულობამ $107 მილიონს გადააჭარბა - რა როლს თამაშობს ინფრასტრუქტურის სწრაფი და მდგრადი განვითარება რეგიონის სამოგზაურო და საინვესტიციო პოტენციალის ზრდაში - კითხვებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი კანცლერი ნიკა ჩხარტიშვილი პასუხობს.