18 სექტემბერი 2022, 15:40 2715 ნახვა

ზაფხულის ეკონომიკური შედეგები

საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 8.5%-მდე გაზარდა - რამდენად რეალურია პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება ქვეყანაში საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში და როგორი იქნება წლის მეორე ნახევარი - შეკითხვებს ეკონომიკის დოქტორი მურმან ცეცხლაძე პასუხობს.

 ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $2.1 მილიარდი შეადგინა, ხოლო 2019 წელთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი 94.6% იყო - როგორ შეიძლება შეფასდეს დარგში მიმდინარე ძვრები ამ ეტაპზე და რა მიღწევები და ნაკლოვანებები გამოავლინა პანდემიის შემდგომმა აქტივობებმა მასპინძლობის სექტორში - კითხვებს "ტურიზმის ინსტიტუტი"-ს აღმასრულებელი დირექტორი მამუკა ბერძენიშვილი პასუხობს.

 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის II კვარტალში, I კვარტალთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები $220 მილიონით შემცირდა - რა როლს თამაშობს აღნიშნული პარამეტრი ეკონომიკის ზრდაში და როგორი მოლოდინები შეიძლება გვქონდეს მომდევნო კვარტლებში ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება/შესუსტებასთან დაკავშირებით - კითხვებს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი დავით ქათამაძე პასუხობს.