11 დეკემბერი 2022, 16:30 2301 ნახვა

საგადასახადო ცვლილებები საფინანსო სექტორში

საფინანსო სფეროში ინვესტიციების წილი, ბოლო წლებში, მზარდია - რა გავლენას იქონიებს სექტორზე მთავრობის უარი გადავიდეს ესტონურ საგადასახადო მოდელზე - კითხვებს ეკონომისტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვაჟა ვერულიძე პასუხობს.

 მიმდინარე წლის 9 თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ, ჯამურად, 1 მილიარდ 533 მილიონი ლარი შეადგინა - რას შეცვლის მოგების გადასახადის 15-დან 20%-მდე გაზრდა საფინანსო სექტორის რენტაბელობაში და მოსალოდნელია თუ არა ამის გამო საპროცენტო განაკვეთების ზრდა საცალო საბანკო პროდუქტებზე - კითხვებს ა/ო "საზოგადოება და ბანკები"-ს თანადამფუძნებელი გიორგი კეპულაძე პასუხობს.

 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელი 176 მილიონი ლარით გაიზარდა და 1 მილიარდ 360 მილიონი ლარი შეადგინა - რა გავლენას იქონიებს ზრდის დინამიკაზე მთავრობის გადაწყვეტილებები - კითხვებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი პასუხობს.