სალომე კორკოტაშვილი /salio/ - ნანა ჩარკვიანი

05 დეკემბერი 2020, 13:41 3735 ნახვა

სალომე კორკოტაშვილი /salio/ - ნანა ჩარკვიანი

SALIO (სალომე კორკოტაშვილი) – ქართველმმა მსმენელმა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე სალომე კორკოტაშვილი გაიცნო როგორც მომღერალი და ავტორი საოცრად პოზიტიური მუხტის მატარებელი სიღერებისა.
დღეს სალომე კორკოტაშვილს, ფსევდონიმით salio იცნობენ ამერიკაშიც, ბრიტანეთშიც... მის აქტივში სხვადასხვა სახელოვან პროდიუსერთან თანამშროლობით შექმნილი არაერთი სინგლი თუ ალბომია.

ნანა ჩარკვიანი - 17 წლის ნანა ჩარკვინი ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს ქართულ მუსიკალურ სცენაზე. და ეს მის მიმართ საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღების ფონზე ხდება. მიზეზი ამ ყურადღების კი გახლავთ, ის რომ იგი ირაკლი ჩარკვიანის და ქეთათო პოპიაშვილის შვილია.
ნანამ კარგი ინგლისურენოვანი ლირიცისტის უნარები გამოავლინა და მისთვის საყვარელ „ფრისტაილ“ჟანრში პირველი ნამუშევრებიც შესთავაზა მსმენელს.
მართალია ის, როგორც თავადაც ამბობს საკუთარი სტილის ძებნის პროცესშია, მაგრამ როგორც ავტორს მუსიკისადმი სწორი მიდგომა უკვე ჩამოყალიბებული აქვს.