Time Paradox I Parallel

20 ნოემბერი 2025, 13:00 249 ნახვა

Time Paradox I Parallel

Time Paradox

ალტერნატიული როკ ჯგუფი Time Paradox 2023 წლიდან გამოჩნდა თბილისის ანდერგრაუნდში.  მისი წევრები თავიდან იყვნენ კარენ პაპიკიანი (ვოკალი, გიტარა), დავით დარჯანია (გიტარა) და ლექსო ცერცვაძე (დრამი). მოგვიანებით მათ ნიკუშა ძაგნიძე (ბას გიტარა) შეემატათ. საკუთარი ინგლისურენოვანი სიმღერებისგან შემდგარ რეპერტუარზე მუშაობის შემდეგ, საკონცერტო გამოსვლების პარალელურად ჩანაწერებზეც დაიწყეს ზრუნვა და 2024 წლის ივნისში პირველი სინგლიც Doubts გამოაქვეყნეს. დღემდე ამ ახალგაზრდა ჯგუფს ათამდე  სიმღერა აქვს ჩწერილი და განაგრძობს ახალ რეპერტუარზე მუშაობას.

 

 

Parallel
 

ჯგუფ Parallel-ის ჩამოყალიბება ძმების გიორგი და ლევან ჩადუნელების მუსიკით გატაცებას მოყვა - მათ გორში, საკუთარი სახლის სარდაფში სარეპეტიციო მოაწყვეს და დუეტში სიმღერების წერა და შესრულება დაიწყეს. გიორგი გიტარაზე უკრავდა და მღეროდა, ხოლო უმცროსი ლევანი, დრამზე. ასეთი პირველი დემო ჩანაწერია 2020 წლის That’s What We Are. სასურველ ჟანრში (მეტალი და პროგრესივ როკი) სიმღერების სრულფასოვნად ასაჟღერებლად ინსტრუმენტების დამატების აუცილებლობა დადგა და ძმებმა ნიკა ელიაშვილი დაიმატეს ბას გიტარაზე, ხოლო სოლო გიტარაზე ოთო ბაღაშვილი. სწორედ ამ უკანასკნელთან ერთად დაწერა გიორგიმ პირველი ალბომის Mystery Of The Bunker სიმღერები (ალბომი ამჟამად არ იძებნება, რადგან რემასტერი უტარდება).
 აღნიშნული შემადგენლობა დაიშალა და კვლავ დუეტად დარჩენილმა ძმებმა, მეგობარი რატი შერმადინი, რომელსაც მუსიკასთან მანამდე არ ქონდა შეხება ბას გიტარისტად დაიყენეს, ხოლო სოლო გიტარაზე  ნოდო სამხარაძე. ამ შემადგენლობით ჩაიწერა 2024 წლის სრული ალბომი Odyssey.
მესამე ალბომზე Boundless Bridge მუშაობას ჯგუფი კვლავ შეცვლილი შემადგენლობით შეუდგა - სოლო გიტარაზე ალექსანდრე იკონიკოვი გამოჩნდა (ამ დროისთვის აღარ ირიცხება ჯგუფში). ეს ალბომი გასულ ზაფხულს გამოქვეყნდა.