David Delgma / VAQO

23 დეკემბერი 2023, 11:41 745 ნახვა

David Delgma / VAQO


დავით დელგმა 22 წლის დავით ჯიქიძის ფსევდონიმია. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ დაიწყო მან ლექსების წერა და მალევე მიხვდა რომ ამ ტექსტების ამღერებაც შეიძლებოდა. შემდეგ კი აუდიო ინჟინერიის საწყისების თვითშესწავლის გზით შეძლო ეს ქმნილებები ჩაეწერა კიდეც - რომანტიული და მელქნქოლიური ხასიათის ყმაწვილი დავითის სიმღერები სცდება სასიყვარულო თემატიკას და ორიგინალურ ტექსტურ მიგნებებს იტევს.
მნიშვნელოვანი გახდა დავით დელგმასთვის მასზე ასაკით უფროს მუსიკოს
ვახტანგ ქანთარიასთან, VAQO-სთან შეხვედრა. დავითის ვოკალის ფაქტურას ახალი გამოსახველობა შესძინა ვაქოს, როგორც პროდიუსერის გამოცდილებამ. შედეგად შეიქმნა ერთობლივი, როკებილის, სერფ-როკისა და როკენროლის მიმართუელბით გადაწყვეტილი ალბომი „სამკრეხელო“. ვაქოს არც დავითის პოეზია დაუტოვებია „გემბანს მიღმა“ - გალში მცხოვრები ტრყუპი დების ნიტო და ლიტოს ჩართულობით, ალბის მეორე ნაწილში საინტერესო პოეტურ-მუსიკალური ექსპერიმენტი წარმოადგინა.