Vinda Folio – „მოზაიკის ეფექტი“ და Lovincage – Too Many Requests.

17 ოქტომბერი 2023, 14:12 2044 ნახვა

Vinda Folio – „მოზაიკის ეფექტი“ და Lovincage – Too Many Requests.

ვინდა ფოლიო არტისტული ფსევდონიმი გახლავთ მუსიკოსის, სიმღერების ავტორისა და პროდიუსერის თემო ეზუგბაიასი. მის ძირითად საქმიანობას ვიდეო რეჟისურა წარმოადგენს. ამ მუსიკოსს მსმენელი ასევე იცნობს ჯგუფის Kung fu Junkie-ის ყოფილ წევრად და მისი და ერეკლე დეისაძის დუეტით „ეკო და ვინდა ფოლიო“.
ვინდა ფოლიო სოლო შემოქმედებისთვისაც იტოვებს დროს - მას ექსპერიმენტული მუსიკის არაერთი სინგლი და ერთი მცირე ალბომი აქვს გამოცემული.
ამჯერად კი, გასულ ზაფხულს პოსტ-პანკ მიმართულების მცირე ალბომი „მოზაიკის ეფექტი“ გამოსცა.

 

Lovincage ახალი დუეტი გახლავთ, თუმცა მისი წევრები დავით კიკნაველიძე და ალექსანდრე ჯანაშვილი მუსიკის სფეროში დებიუტანტები არ არიან - ამ პროექტამდე მათ ერთად რამდენიმე ჯგუფი გამოიცვალეს.
ბოლოჟამინდელი საინტერესო მუსიკალური და პოეტური ექსპერიმენტი მათ ოთხსიმღერიანი მცირე ალბომის Too Many Requests სახით წარმოადგინეს.
ეს ბიჭების გულახდილი რეფლექსია მათს გარემომცველ სამყაროსა და მოვლენებზე ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.