Homospouses

11 ნოემბერი 2023, 16:11 693 ნახვა

Homospouses

Homospouses ოჯახურ მუსიკალურ დუეტს წარმოადგენს - მას ქმნიან ამერიკაში მცხოვრები ცოლ-ქმარი ლიკა შუბითიძე და არჩილ (ტატო) გეგეჭკორი. წყვილი უკვე 15 წელია სამშობლოდან შორს ცხოვრობს და ქმნის ავანგარდული არტ-პოპ მიმართულების მუსიკას. თუმცა მხოლოდ მუსიკით არ იფარგლება მათი შემოქმედება თუ ცოცხალი გამოსველები - ვიზუალური თუ ხმოვანი ექსპერიმენტი თანმდევია მათი პერფომანსებისა.
დუეტს აქამდე გამოცემული აქვს 2020 წლის EP – Music is The Healhiest Drug და არაერთი სინგლი.