Lady Heroine - No More Films I ლევან სვანიძე - Energoresusrsi

26 თებერვალი 2025, 16:18 162 ნახვა

Lady Heroine - No More Films I ლევან სვანიძე - Energoresusrsi

Lady Heroine – No More Films. ლევან სვანიძე - Energoresusrsi
 

კოტე კალანდაძის სახელი თითქმის სამი ათწლეულია ესმის ქართველ მუსიკის მსმენელს - მის ზურგს უკანაა ჯგუფები S.P.I.D., NEBO SSSR, Lady Heroine. ამათ გარდა, მას როგორც მუსიკალურ პროდიუსერს უთნამშრომლია არაერთ მუსიკოსთან და ჯგუთან. კოტე კალანდაძე 2011 წლიდან კინო რეჟისორის კარიერას ეწევა (ფილმები: Teen Spirit, Drummer).
30 დეკემბერს ჯგუფ Lady Heroine-ის დისკოგრაფიას ახალი ალბომი
No More Films შეემატა, რომელიც ჯგუფსა და მის დამაარსებელს, სიმღერების ავტორს კოტე კალანდაძეს ახალი კუთხით წარმოაჩენს.

 

 

ლევან სვანიძე -

გასული საუკუნის 90იანების ბოლოს  ქართულ ანდერგრაუნდ სცენაზე გამოჩნდა ჯგუფი „ენერგორესურსი“ - მის შემადგენლობაში ირიცდებოდნენ დათო მარგიანი (მარგო), დათო მაჭავარიანი (კაკადუ), სანდრო კაპანაძე,  დათო თოიძე და მუდმივი წევრი და სულისჩმდგმელი ლევან სვანიძე,  ბას გიტარისტი და მუსიკის ავტორი, რომელიც 2023 წლის იანვარში 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლევანი გია თოიძესან ერთად ასევე „ამორალის“ შემდგომ „წერილად“ წოდებული ქართული ალტერნატიული ჯგუფის ბირთვს წარმოადგენდა. 2000-იანებში ლევანმა ვოკალისტ და ტექსტების ავტორ მაკა ბათიაშვილთან ერთად  ზემოთ ნახსენებ ჯგუფ „ენერგორესურსს“ სახე უცვალა და ელექტრონული ჟღერადობის რეპერტუარზე იმუშავა. თუმცა როგორც ამ, ასევე შემდეგ შექმნილ ლევანის სოლო შემოქმედებას დღის შუქი არ უნახავს, ვიდრე მის გარდაცალებამდე. ლევან სვანიძის გამოუქვეყნებელი მუსიკალური ნამუშევრები საბედნიეროდ დარჩა კოტე კალანდაძესთან. მან 2023 წელს თავი მოუყარა და ტექნიკური დამუშავების  შემდეგ გამოაქვეყნა ალბომად Dead Souls’ Vacation - მკვდარი სულების არდადეგები. ჩემი ალტერნატივის ფარგლებში ეს ალბომი წარმოგიდგინეთ 2023 წელსვე. მაშინ ლევანის გახსენებისას „ენერგორესურსის“ მეორე წევრთან მაკა ბათიაშვილთანაც ვისაუბრეთ. ითქვა ისიც რომ მომზადდებოდა მათი დუეტის ალბომიც, აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერებით.
და აი ეს ალბომიც
Energoresursi გამოქვეყნდა კვლავ კოტე კალანდაძის მონდომებით.