Girl Named Nino (ნინო არობელიძე)

07 დეკემბერი 2024, 12:57 206 ნახვა

Girl Named Nino (ნინო არობელიძე)

ჩვენი თანამემამულის ნინო არობელიძის მუსიკალური კარიერა სამშობლოსგან მოშორებით, ამერიკაში, კერძოდ კი ჩიკაგოში დაიწყო. მისი ოჯახი აქ ემიგრაციაში 1990-იანების ბოლოს გაემგზავრა. სამშობლოში ნინო, როგორც ბევრი მისი თანატოლი მოზარდი მხოლოდ მსმემნელის ინტერესს ავლენდა სხვადასხვა მუსიკალური ჟანრების მიმართ. ბლიუზის, რითმენბლიუზისა და  ჯაზის მექაში მოხვედრის შემდეგ ნინოს ინტერესი ამ ჟანრებისა და ზოგადად მუსიკის მიმართ გაიზარდა, იმ დონემდე რომ მან მუსიკის საფუძვლინი შესწავლა დაიწყო. პირველი ნაბიჯები სცენაზე სასწავლებლის, თუ ლოკალურ ბენდებთან ერთად 17 წლის ასაკში გააკეთა. მოგვიანებით, ვოკალის და გიტრის გაკვეთილებს მუსიკის წარმოების (პროდიუსინგის) შესწავლა დაემატა. ამის შემდეგ, სხვადასხვა მუსიკალური პროექტის ფარგლებში საკუთარი სიმღერების ფართო აუდიტორიის წინაშე გამოტანა დაიწყო და 2014 წელს სახელით, Nino Arobelidze პირველი ალბომი Nomed გამოსცა. მომდევნო ნამუშევარი, 2016 წლის ალბომი Girl Named Nino ნინო არობელიძის ახალი პროექტის სახელწოდების განმსაზღვრელი გახდა - ამ სახელით პირველი ალაბომი Moonlight Daughter 2018 წელს გამოსცა.