საუკეთესო “როკ ალბომი” | FM - ფანტაზიები | 25.05.2024

25 მაისი 2024, 13:29 124 ნახვა

საუკეთესო “როკ ალბომი” | FM - ფანტაზიები | 25.05.2024

Best rock album

Winner: Paramore - This Is Why

თვის ბოლო შაბათ-კვირაა რაც იმას ნიშნავს, რომ რადიო აჭარის პროექტ, “ფმ ფანტაზიებში” უახლესი პერიოდის ყველაზე ღირშესანიშნავი მუსიკალური ალბომების სრულად მოსმენის საშუალებას გაძლევთ.

რუბრიკა “რელიზის” თემა დღეს იქნება 2024 წლის გრემის ერთერთი ტრიუმფატორი ჩანაწერი საუკეთესო “როკ ალბომის” კატეგორიაში სახელწოდებით ‘This Is Why’ Paramore-ის ავტორობით, გრემის ჯილდოს დამსახურების შედეგად იგი კოლექტივი გახდა პირველი ქალთა ჯგუფი, რომელმაც საუკეთესო როკ ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა. თუმცა ერთერთ წევრს ფიბი ბრიჯერს უკვე ჰქონდა გრემის ქანდაკება (როგორც სოლო, ასევე ბოიჯინიესის შემადგენლობაში მოღვაწეობის პერიოდში. რაც შეეხება თავად ალბომს, საკმაოდ ევოლუციურია, ექვსწლიანმა შესვენებამ გაერთიანების სასარგებლოდ იმუშავა - მუსიკოსები განახლებული ენერგიით დაბრუნდნენ ასპარეზზე. მათთვის ჩვეული პოპ-პანკის ნაცვლად, ინდი როკზე გადავიდნენ, შთაგონებული Bloc Party, Talking Heads და Wet Leg-ით. ტექსტი და ვოკალი უფრო მომწიფდა, თუმცა გულწრფელობა და ემოციურობა კვლავ შეინარჩუნა, ეს სტილი ყოველთვის ახასიათებდა მათ. "This Is Why" შემოქმედებით განვითარებაა, ზრდასრულობაზე მღელვარე სიმღერების მეშვეობით, ამასთან იგი საყმაწვილოცაა, თუმცა პირქუში ატმოსფეროთი. გიტარისტ ტეილორ იორკს განუცხადებია: „აქ გაცილებით მეტი აგრესიაა, ისეთი რაც არასოდეს გვქონია. ზოგ სიმღერაში ემოციური ჩანართებია, რომლებიც არასოდეს შეგვხვედრია. ვუსმენთ რადიო აჭარის ეთერში, 2023 წლის საუკეთესო როკ და ალტერნარიულ ალბომს...