ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია

08 დეკემბერი 2022, 17:26 9219 ნახვა

ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია

# „კონტაქტი“

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო , 10 დეკემბერს -ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.

კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენცია.

დღევანდელი, 8 დეკემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმების ეფექტურობაზე და საზოგადოების როლზე ძალადობის გამოვლენასა და აღმოფხვრაში.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე პაატა დიასამიძე.

ტელეფონით გვერთვებოდნენ : დეა ერემაშვილი, შშმ ქალთა ალიანსის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; ლია ფუტკარაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია“ საორსას“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.