# პროექტი „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა აჭარაში" #სიმსუქნესთან ბრძოლის მსოფლიო დღე

11 ოქტომბერი 2023, 17:50 3534 ნახვა

# პროექტი „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა აჭარაში" #სიმსუქნესთან ბრძოლის მსოფლიო დღე

# „კონტაქტი“

თანამედროვე მედიცინის მიღწევების მიუხედავად ტუბერკულოზი, ც ჰეპატიტი და აივ/შიდსი ჯანდაცვის სისტემისთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება. აღნიშნული დაავადებების გავრცელების შემცირების მიზნით აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს პროექტს „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა აჭარაში". დეტალებზე დღევანდელი, 11 ოქტომბრის გადაცემის პირველ ნაწილში , აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა ისაუბრა.

11 ოქტომბერი სიმსუქნესთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. პრობლემა გლობალურია. ადამიანის ჯანმრთელობას რა საფრთხეს უქმნის სიმსუქნე და შესაძლებელია თუ არა პრევენცია-ამ თემას გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო. „კონტაქტის „ სტუდიის სტუმარი იყო ბათუმის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე.