# დეპრესია
# კონტაქტი
10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა . მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. როგორც ცნობილია, ფსიქიკური ჯანმრთელობა ადამიანის საერთო მდგომარეობის განუყოფელი ნაწილია . მასზეა დამოკიდებული საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება.
მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობა არის დეპრესია .
დღევანდელი გადაცემა დეპრესიის სიმპტომებს და მართვას დაეთმო.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო რუსუდან კეჭაყმაძე - ფსიქოლოგი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი.