მონაწილეობითი ბიუჯეტირება

13 ოქტომბერი 2023, 17:15 3510 ნახვა

მონაწილეობითი ბიუჯეტირება

# „კონტაქტი“

ბოლო პერიოდში უფრო და უფრო აქტუალური ხდება დემოკრატიისა და ღია მმართველობის ერთ-ერთი ინოვაციური მოდელი- მონაწილეობითი ბიუჯეტირება. არაერთმა მაგალითმა აჩვენა , რომ ადგილობრივ დონეზე ამგვარი სისტემის დანერგვა იწვევს სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას და ცნობიერების დონის ამაღლებას. მსოფლიოში მონაწილეობითი ბიუჯეტირების სხვადასხვა მოდელს იყენებენ, თუმცა დანერგილის უმეტესობა ტერიტორიულ და თემატურ მახასიათებლებზეა მორგებული.

როგორ მიმდინარეობს მონაწილეობითი ბიუჯეტირების მოდელის დანერგვა შუახევის მუნიციპალიტეტში -ამაზე დღევანდელი, 13 ოქტომბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მონაწილეობითი ბიუჯეტირების საბჭოს წევრი ამირან ხიმშიაშვილი.