გაზიარება:

ყოველ ოთხშაბათს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს პირდაპირ ეთერში, 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება გადაცემა „თვითმმართველობის მიმართულებით“. რადიოს ახალი პროექტი მოგცემთ საშუალებას მოისმინოთ და გაიგოთ უფრო მეტი თვითმართველობის შესახებ და აქტიურად ჩაერთოთ თქვენი მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში. მიაწვდინოთ ხმა მერს თქვენს საჭიროებებზე, ჩაერთოთ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და გახადოთ უფრო ეფექტური თვითმართველობის ცხოვრება. ჩვენ ყველა თქვენს წამოწყებას გავაშუქებთ.