სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

03 ნოემბერი 2023, 17:11 7189 ნახვა

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

# „კონტაქტი“

სეზონური გრიპი მსოფლიოში გავრცელებული ვირუსული ინფექციაა. ტრადიციულად მისი ცირკულირება იწყება შემოდგომის ბოლოს და პროცესი მომდევნო წლის მეოცე კვირის ჩათვლით გრძელდება.პიკი ძირითადად დეკემბერ-თებერვალზე მოდის.

წელს , ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო. ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა თავდაპირველად მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი პირებისთვის იყო უფასო , პირველი ნოემბრიდან თხუთმეტი ნოემბრის ჩათვლით კი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია.

დღევანდელი, 3 ნოემბრის გადაცემაში სეზონური გრიპის პრევენციაზე ვისაუბრეთ.ასევე, შევეხეთ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობას.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე.