საუკეთესო დრამ-პარტიები როკის ისტორიაში /კლასიკად ქცეული დრამ-პარტიები

22 ნოემბერი 2022, 15:00 1779 ნახვა

საუკეთესო დრამ-პარტიები როკის ისტორიაში /კლასიკად ქცეული დრამ-პარტიები

იყო კოლექტივის "გულისცემა", იყო ჯგუფის რიტმი, იყო ბენდის მაჯისცემა ნამდვილად არ არის მარტივი... თუმცა ლეგენდებმა, რომლებსაც „ფმ ფანტაზიების“ ეთერში გავიხსენებ, ეს უდავოდ ბრწყინვალედ მოახერხეს! როკ-ჯგუფის ტრადიციულ შემადგენლობაზე საუბრისას, დრამერი თითქმის ყოველთვის ნაკლებადაა ყურადღების ქვეშ... ზოგადად, მაყურებელი ძირითადად ორიენტირებულია ფრონტმენზე ან გიტარისტზე ანუ სცენის წინა ხაზზე, ხოლო დასარტყამი ინსტრუმენტი, რომელიც უკანაა არც ისე თვალშისაცემია... მაგრამ, ნებისმიერი გენიალური როკ-კომპოზიციის ფუნდამენტი რიტმია და დიახ, ამქვეყნად მხოლოდ დრამერები ახერხებენ გადააქციონ დაბალი სიხშირეები წარუშლელ შთაბეჭდილებად... ზოგჯერ დრამია გიტარაზე მეტად „წამყვანი მოქმედი ინსტრუმენტი“... ისეთი ენერგიული რიტმებითა და ჩანართებით, რომ შემსრულებლისგან პროფესიონალი სპორტსმენის გამძლეობას მოითხოვს! იმავდროულად, ისინი გარკვეულწილად „ჩრდილში“ რჩებიან, რადგან უპირველეს ყოვლისა მათი მიზანია იყვნენ კომპოზიციისა და ჯგუფის ნაწილი, და არა „წამყვანი რგოლი“. თქვენს საყურადღებოდ, „FM ფანტაზიების“ ამ გადაცემაში, წარმოგიდგენთ როკის ისტორიაში საუკეთესოდ აღიარებულ დრამერებსა და მათ დრამ-პარტიებს... ისინი, ვინც ფლობენ საკუთარი თავისა და ინსტრუმენტის წარმოუდგენელ კონტროლს, გასაოცარ კოორდინაციას, შთამბეჭდავ გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს. გამოგიტყდებით, რთული იყო საუკეთესო დრამერებისა და მათი სოლოები არჩევა, მაგრამ მაინც, სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემს არჩევანს. ასევე აგიხსნით, რითია განპირობებული მათი ესოდენ უნიკალური დიდებულება.