ამაგები

16 ნოემბერი 2022, 17:11 10438 ნახვა

ამაგები

# „კონტაქტი“

ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემას ეთმობა.

რამდენიმე წელია აჭარის სოფლებში ამაგები ანუ აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებები ფუნქციონირებს . მათი შექმნის მიზანი იყო სოფლის განვითარების პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების ხელისუფლებამდე მიტანა. ამჟამად აჭარაში 42 ამაგია.

რამდენად ეფექტურია ამაგების მუშაობა და განვითარების რა პერსპექტივა აქვთ -ამაზე დღევანდელი, 16 ნოემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ .

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა.

ტელეფონით გვერთვებოდნენ ამაგების „ახალშენი „ და „ნარინჯი“ თავმჯდომარეები ნინო გაბრიაძე და ბიძინა დუმბაძე.