#„ტყის მდგრადი მართვა აჭარაში“ #სოფლად ინკლუზიური ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პროგრამა და მის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი

03 მაისი 2023, 17:35 8771 ნახვა

#„ტყის მდგრადი მართვა აჭარაში“ #სოფლად ინკლუზიური ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პროგრამა და მის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი

#კონტაქტი

ტყე ბუნებრივი გარემოს უმნიშვნელოვანესი ელემენტია და მისი ბიომრავალფეროვნებისა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება თანამედროვე მიდგომებს მოითხოვს .პროექტი „ტყის მდგრადი მართვა აჭარაში“, მიზნად ისახავს აჭარის სატყეო სააგენტოს გარდაქმნას ტყის მართვის ისეთ სრულყოფილ ორგანოდ, რომელიც შეძლებს სრული ციკლის განხორციელებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

ამ თემაზე ვისაუბრეთ დღევანდელი , 3 მაისის გადაცემის პირველ ნაწილში. „კონტაქტის „ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, აჭარის მთავარი მეტყევე ჯუმბერ აბულაძე .

გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო სოფლად ინკლუზიური ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პროგრამას და მის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსს. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აჭარის მნუციპალიტეტებში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებსა და ქალებს. პროგრამის განმახორციელებელია ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი.საგრანტო კონკურსის დეტალებზე ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის დირექტორმა კახა შავაძემ ისაუბრა.