ბათუმობა-2023
# „კონტაქტი
სამწლიანი პაუზის შემდეგ, 29 აპრილს ბათუმის თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების 135 წლისთავისადმი მიძღვნილი დღესასწაული „ბათუმობა“ იმართება.
მრავალფეროვანი აქტივობების დიდი ნაწილი ბათუმის ბულვარში- საზაფხულო თეატრისა და კოლონადების მიმდებარე ტერიტორიებზეა დაგეგმილი.
რისი ნახვისა და მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს-ამაზე დღევანდელი, 28 აპრილის გადაცემაში ბათუმის მერის მოადგილემ სოფო ხალვაშმა ისაუბრა.