#სმარტ-ფილმების საერთაშორისო კონკურს - კინოფესტივალი#ხულოს თეატრის გასტროლი ბათუმში

19 მაისი 2023, 17:16 4871 ნახვა

#სმარტ-ფილმების საერთაშორისო კონკურს - კინოფესტივალი#ხულოს თეატრის გასტროლი ბათუმში

# „კონტაქტი“

ახალგაზრდული სმარტ-კინოს პოპულარიზაციის და ხელშეწყობის მიზნით შუახევის მუნიციპალიტეტში სმარტ-ფილმების საერთაშორისო კონკურს - კინოფესტივალი გაიმართება . ამ თემაზე დღევანდელი, 19 მაისის გადაცემის პირველ ნაწილში ღონისძიების იდეის ავტორმა და ორგანიზატორმა ვახტანგ გოგრაჭაძემ ისაუბრა.

„კონტაქტის“ მეორე ნაწილი დაეთმო იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, რომლის სპექტაკლის „ბრიყვთა ვახშამი“ ჩვენება 25 მაისს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართება. ხულოდან ტელეფონით გვერთვებოდა ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თამაზ ბოლქვაძე.