ახალგაზრდების,ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების პროექტების დაფინანსების პროგრამა

20 აპრილი 2023, 18:34 4600 ნახვა

ახალგაზრდების,ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების პროექტების დაფინანსების პროგრამა

# „კონტაქტი

ხუთშაბათობით „კონტაქტი“ აქტუალურ პროგრამებსა და პროექტებს ეთმობა.

დღევანდელი, 20 აპრილის გადაცემაში ვისაუბრეთ “ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების პროექტების დაფინანსების პროგრამაზე”, რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსება ცხრა პროექტმა მოიპოვა.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ : საბა გოგიტიძე- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის სპეციალისტი , ანიტა ლაზიშვილი -ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე , ლელა თოთლაძე- ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის „ჩაქვი ჩაქვურა - ერთად უკეთესი მომავლისთვის“ მეურვე-მასწავლებელი.