26 მაისი-საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისი 2022, 17:38 12690 ნახვა

26 მაისი-საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

# „კონტაქტი“

დღეს 26 მაისია, ჩვენი ქვეყნის ეროვნული დღესასწაული-დამოუკიდებლობის დღე. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ თბილისში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

თუმცა, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა მაშინ ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არასრული სამი წლის თავზე , საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად არსებობა შეწყვიტა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას შვიდი ათეული წელი დასჭირდა.

ამჟამად საქართველო საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიანი სუბიექტი და ყველა მთავარი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია. იგი ევროკავშირისკენ ისწრაფვის და სადღესასწაულო ღონისძიებების სლოგანიც არის „ევროპისკენ!“

დღევანდელ გადაცემაში 26 მაისის მნიშვნელობაზე და საქართველოს ევროპულ არჩევანზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის „ სტუდიის სტუმარი იყო ლაშა ბაჟუნაიშვილი, საერთაშორისო მიმომხილველი.