#"სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "მეგობრობის პალიტრა"#ფიროსმანის ოცნება- პროექტი ახალგაზრდა ხელოვანებისთვის

22 ივლისი 2021, 17:11 11689 ნახვა

#"სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "მეგობრობის პალიტრა"#ფიროსმანის ოცნება- პროექტი ახალგაზრდა ხელოვანებისთვის

# კონტაქტი

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ სხვადასხვა პროექტს ეთმობა.

დღევანდელი, 22 ივლისის გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ საერთაშორისო პროექტზე „მეგობრობის პალიტრა“, რომლის ფარგლებში ბათუმში ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრების სამი გამოფენა გაიმართება. გამოფენებს აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეა მასპინძლობს.

„კონტაქტის „ სტუდიის სტუმრები იყვნენ პროექტის ავტორი გიორგი გუგუშვილი და ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე.

„ფიროსმანის ოცნება“-ასე ჰქვია დამწყები ახალგაზრდა ხელოვანებისთვის განკუთვნილ პროექტს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოსი " ახორციელებს. პროექტის მიზანზე ,აქტივობებსა და მოსალოდნელ შედეგებზე პროექტის ავტორებმა მარიამ ბერიძემ და ბარბარე თურმანიძემ გადაცემის მეორე ნაწილში ისაუბრეს.

ორივე პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.