მზადება ახალი სასწავლო წლისთვის

13 სექტემბერი 2021, 17:15 538 ნახვა

მზადება ახალი სასწავლო წლისთვის

# კონტაქტი

დღევანდელი, 13 სექტემბრის გადაცემით „კონტაქტის“ ახალი სეზონი დავიწყეთ.კვირაში ხუთი დღე ,შაბათ-კვირის გარდა, თქვენთან მუდმივ კონტაქტზე ვიქნებით და ვისუბრებთ განათლებაში , ჯანდაცვაში, კულტურაში , სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში არსებულ გამოწვევებზე. ჩვენს მთავარ ორიენტირად კვლავ რჩება თემის აქტუალობა, კომპეტენტური პირებისა და რიგითი ადამიანების მოსაზრებების მოსმენა და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება.

ყოველ ორშაბათს „კონტაქტი“ განათლებას დაეთმობა. კოვიდ-პანდემიამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაში.

როდის და რა სიახლეებით დაიწყებენ ახალ სასწავლო წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კოლეჯში „ახალი ტალღა“-ამაზე დღევანდელ გადაცემაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და კოლეჯის „ახალი ტალღა“ დირექტორმა ლაშა ხახუტაიშვილმა ისაუბრეს.