სიახლეები პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების წესში

19 ივლისი 2021, 17:20 13048 ნახვა

სიახლეები პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების წესში

# კონტაქტი

ყოველ ორშაბათს „კონტაქტი“ განათლებას ეთმობა.

12 ივლისს დაიწყო და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით საქართველოს საჯარო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხვა ახალი წესით მოხდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

რა ცვლილებებია მიღების წესში და ცვლილებები რაზეა ორიენტირებული -ამაზე დღევანდელი, 19 ივლისის გადაცემაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა სატელეფონო ჩართვაში ისაუბრა.

რომელ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზეა მიღება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში-ამაზე „კონტაქტის“ სტუდიის სტუმრებმა ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორმა მადონა მიქელაძემ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის უფროსმა გოჩა გოგიტიძემ ისაუბრეს.