#ტრენინგი აგრარული ექსტენციონისტებისთვის #მოტობლოკები ფერმერებისთვის

14 ივლისი 2021, 17:14 10938 ნახვა

#ტრენინგი აგრარული ექსტენციონისტებისთვის #მოტობლოკები ფერმერებისთვის

# კონტაქტი

ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემებს ეთმობა.

დღევანდელი, 14 ივლისის გადაცემაში ვისაუბრეთ, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში ისრაელიდან მოწვეული სპეციალისტის მიერ , აგრარული ექსტენციონისტებისთვის ჩატარებულ ტრენინგზე, რომლის მიზანი იყო მებოსტნეობაში მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების გაცნობა.

ასევე, შევეხეთ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამას ,,სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა’’ . აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს 1000 ერთეული მოტობლოკის შესყიდვას და ფერმერებისთვის თანამონაწილეობით გადაცემას.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე.