ჩემი ალტერნატივა - ნიკა ჩოხელი

20 ნოემბერი 2021, 16:48 3193 ნახვა

ჩემი ალტერნატივა - ნიკა ჩოხელი

ნიკა ჩოხელის ადრეულ ასაკში დაწყებული მუსიკალური კარიერა და უნარები იმგვარად განვითარდა, რომ ბოლო დროის  ყველაზე წარმატებული ქართული სერიალების „ჩემი ცოლის დაქალები“, „ხელოვნური სუნთქვა“, „თესეა“ საუნდტრეკების ავტორად ვხედავთ. ყველაფერი კი დაიწყო 2010 წელს ძმასთან, გურამ ჩოხელთან ერთად შექმნილი ჯგუფით Mellow.
მაშინ დამწყები ჯგუფი სიმღერამ Eat Me Alive გაიყვანა ალტერვიჟენ ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ახალბედა მუსიკოსების კონკურსზე Newcomers 2012წლის სექტემბერში.
ნიკას შემოქმედების ნაწილია ასევე ჯგუფი „ნიიკ მღვიმელი და ცუდი თესლი“ - მისი ჰიტით Imegination. ამის გარდა არაერთი სხვადასხვა მიმართულების პროექტი, რომელთაგან უახლესია Akin.
და ზაფხულს ეს ნიჭიერი მუსიკის ავტორი მიუბრუნდა Mellows, გამოაქვეყნა რა რამდენიმე სინგლი - A Whole Truth, Missed Calls, Super მთვარე.