
ეპიზოდი ეძღვნება თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ საქსოფონისტს, ჯოშუა რედმანს, რომელმაც 90-იან წლებში ჯაზის სცენაზე ახალი ენერგია შემოიტანა. მიუხედავად თანამედროვე მიდგომებისა, მისი ჟღერადობა ტრადიციულ სტილსაც ეხმიანება.
გადაცემაში რედმანის კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპები და საკულტო ალბომებია მიმოხილული. კერძოდ, 1993 წელს გამოსული სადებიუტო ალბომი „Joshua Redman“, 1994 წლის ნამუშევარი „MoodSwing“, რომელიც მისი ვარსკვლავური კვარტეტის (ბრედ მელდაუ, კრისტიან მაკბრაიდი, ბრაიან ბლეიდი) მონაწილეობით ჩაიწერა. მსმენელი ასევე მოისმენს არტისტის ექსპერიმენტულ ნამუშევრებს ალბომიდან „Where are we“, სადაც ყოველი კომპოზიცია ამერიკის სხვადასხვა ქალაქსა და სოციალურ ფონს იკვლევ.