
გადაცემა, კენი ბარონს თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთ უდიდეს პიანისტს, კომპოზიტორსა და პედაგოგს ეძრვნება. მისი კარიერა, რომელიც ექვს ათეულ წელზე მეტს ითვლის, სათავეს ჯაზის ისტორიის ოქროს ხანიდან იღებს. გადაცემაში განხილულია ბარონის დაკვრის უნიკალური და დახვეწილი სტილი. ყურადღება ეთმობა მის უახლეს და გამორჩეულ ნამუშევრებსაც. კენი ბარონმა ჯაზის განვითარებაზე და ახალი თაობის მუსიკოსებზე დიდ გავლენა მოახდინა.