
გადაცემა ეთმობა ლეგენდარულ ჯგუფს „Tinariwen“-ს და მათ მიერ შექმნილ უნიკალურ მუსიკალურ ჟანრს - უდაბნოს ბლუზი.
ჟანრი საჰარის უდაბნოში დაიბადა და აერთიანებს ტრადიციულ აფრიკულ მუსიკას. მასზე დასავლური მუსიკის გავლენაც შეიმჩნება.
გადაცემაში დეტალურად არის მოთხრობილი ჯგუფის ისტორია, ბრძოლა გადარჩენისთვის და ის პოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც მათი ხელოვნება იქმნებოდა. მსმენელი გაეცნობა ტუარეგულ კონცეფციას „Assouf“-ს, რომელიც „Tinariwen“-ის მუსიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.