ოსკარ პიტერსონი - კლავიშების მაჰარაჯა

      გადაცემა ლეგენდარულ კანადელ პიანისტს, ოსკარ პიტერსონის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეთმობა. არტისტს  „კლავიშების მაჰარაჯა“ უწოდეს.  მოისმენთ საინტერესო დეტალებს მუსიკალურ ინსპირაციებზე (მათ შორის არტ ტეიტუმის გავლენაზე) და პროდიუსერ ნორმან გრანცის მიერ მის აღმოჩენაზე. განხილული იქნება პიტერსონის ისეთი საკულტო ჩანაწერები, როგორიცაა „Night Train“, ტრიოსთან ერთად შესრულებული „Satin Doll“ და „Hymn to Freedom“, რომელიც სამოქალაქო უფლებების მოძრაობის არაოფიციალურ ჰიმნად იქცა და დღემდე ჯაზის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად რჩება.

გადაცემის არქივი