
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 9 თებერვლიდან , სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, იწყებს განაცხადების მიღებას ღონისძიებებზე: „სასოფლო - სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ და „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“. განაცხადების მიღება 6 მარტს დასრულდება.
28 იანვრის გადაცემაში ამ თემაზე ისაუბრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო კეკელიძემ.