
10, 11 და 12 ოქტომბერს ბათუმი ლიტერატურის განსაკუთრებულ რიტმს შეიძენს — ქალაქი მეოთხედ უმასპინძლებს ლიტერატურულ ფესტივალს „შემოდგომის სერენადა“.
ფესტივალის ავტორია აჭარის მწერალთა სახლი .ფესტივალი ხორციელდება აჭარის კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით
უკვე თავად სახელწოდება — „შემოდგომის სერენადა“ — ქმნის გარკვეულ განწყობას: შემოდგომა, ზღვა, ბათუმი, წიგნი, პოეზია, შეხვედრები და, ალბათ, ის განსაკუთრებული ემოცია, რომელიც მხოლოდ ცოცხალ ლიტერატურულ ურთიერთობას მოაქვს.
დღეს "კონტაქტში" სწორედ ამ ფესტივალის შესახებ ვისაუბრეთ
პირდაპირი ეთერის სტუდიის სტუმრები იყვნენ:
ლალი კონცელიძე- აჭარის მწერალთა სახლის დირექტორი, მთარგმნელი
როინ აბუსელიძე- პოეტი,აჭარის მწერალთა სახლის ლიტერატურული ღონისძიებების ხელმძღვანელი , ფესტივალის "შემოდგომის სერენადა" ორგანიზატორი