
28 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა მასშტაბური შოუ-კონცერტი „ABBA ტრიბიუტი“. ამ წარმოდგენაზე მუსიკალური თეატრის სოლისტებმა და მსახიობებმა ჯგუფის ლეგენდარული ჰიტები ცოცხალი შესრულებითა და თეატრალური ელემენტებით გააცოცხლეს. ამ თემას დაეთმო დღევანდელი, 29 სექტემბრის გადაცემის პირველი ნაწილი
"კონტაქტის " სტუდიის სტუმრები იყვნენ: თამარ ბერიძე- მთავარი ქორეოგრაფი და ნესტან ნიჟარაძე-მხატვარ დიზაინერი
#გადაცემის მეორე ნაწილი სიმღერის პრემიერას დაეთმო .
"კონტაქტის" სტუდიის სტუმრები: გიული კუბლაშვილი — ბათუმელი კომპოზიტორი, მუსიკოსი და ვოკალის პედაგოგი და ლონდა კეკელიძე- მომღერალი, რომელმაც ესპანეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი დაიკავა.