
"კონტაქტის" პირველი ნაწილი დაეთმო საერთაშორისო ლიტრატურულ ფესტივალს ‘ზე-კართან” , რომელიც 6 და 7 ოქტომბერს ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გაიმართება ფესტივალის მთავარი თემაა "სამყარო რომელიც ახლა იწერება".
ვისაუბრეთ ლიტერატურაზე, ადამიანებზე, შეხვედრებსა და იმ სივრცეზე, რომელსაც ლიტერატურული ფესტივალი ქმნის.
ფესტივალი ტარდება ფანდრაიზინგის კამპანიის ფარგლებში შემოსული ფინანსური რესურსებით.
"კონტაქტის" სტუმრები იყვნენ:
ვახტანგ ბერიძე - ფესტივალის იდეის ავტორი და დირექტორი ქალთამზე ანა სურმანიძე -პოეტი, ფესტივალის მონაწილე
კონტაქტის მეორე ნაწილი დაეთმო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას, რომელიც 7 ოქტომბერს ბათუმელი მსმენელის წინაშე განსაკუთრებული საკონცერტო პროგრამით წარდგება. ეს პროგრამა კი 15 ოქტომბერს რომში, წმინდა აგათას ბაზილიკაში შესრულდება და ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნება.
"კონტაქტის" სტუმარი იყო :
ქეთევან მანელიშვილი -ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელის მთავარი ქორმაისტერი.