დღეს ''დინამო'' პოლონეთში ''ლეხს'' დაუპირისპირდება

21 ივლისი 2022, 10:06 876 ნახვა

საქართველოს ჩემპიონი დინამო ბათუმი, დღეს უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონეთში პოზნანის ''ლეხს'' დაუპირისპირდება.

ორივე კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა და სწორედ ამის შემდეგ გადმოერთნენ ევროთასების რანგით მესამე გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე. პოლონეთის ჩემპიონს გარკვეული საკადრო პრობლემები აქვს. გუნდის სამი ცენტრალური მცველი ტრავმირებულია. ასევე საეჭვოა გარემარბის ადრიელ ბა ლუა თამაშიც.

რაც შეეხება ''დინამოს'' , გუნდს დისკვალიფიკაციის შემდეგ კაპიტანი მამუკა კობახიძე დაუბრუნდა. ''ლეხის'' და ''დინამოს'' მატჩი დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია მოახდენს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში